რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნის „დასავლეთი 2021“-ის საპასუხოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნის „დასავლეთი 2021“-ის საპასუხოდ, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პოზიციით, ისინი რეგიონში მიმდინარე სწავლება „დასავლეთი 2021“-ს ყურადღებით აკვირდებიან და აქვე შეშფოთებას გამოთქვამენ ბელარუსის საზღვარზე გართულებული სიტუაციის გამო.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რიკევიჩსის თქმით, ბელარუსის ხელისუფლება მიგრანტებს ჰიბრიდულ იარაღად იყენებს და რეგიონთან დაკავშირებით ფინანსური მხარდაჭერის კუთხით საჭიროა ნატო-ს მოკავშირეებთან, ასევე ევროკავშირის პარტნიორებთან მუშაობა, მათ შორის ევროპული გაერთიანების საზღვრებს გარეთ.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ კოორდინაციას ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.