რუსებმა ხარკოვის ცენტრალური რაიონი დაბომბეს
რუსებმა ხარკოვის ცენტრალური რაიონი დაბომბეს

რუსებმა ხარკოვის ცენტრალური რაიონი დაბომბეს, არის მსხვერპლი.

ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსების მიერ განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ხარკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონზე.

„დაშავებულია 18 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. მაშველები ახლა გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად. მოსახლეობას ვთხოვ, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. როგორც ხედავთ, მტერმა გაზარდა საცხოვრებელ რაიონებზე თავდასხმების ინტენსივობა. არ უგულებელყოთ განგაშის სიგნალი“, – განაცხადა სინეგუბოვმა.