რუსები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშით მონაწილეობას არ აპირებენ
რუსები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშით მონაწილეობას არ აპირებენ

რუსეთის სპორტსმენები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური დროშით მონაწილეობას არ აპირებენ – ეს
განცხადება რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ალექსანდრე ჟუკოვმა გააკეთა და დასძინა, რომ ასეთი ვარიანტი არც კი განიხილება.

„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – რუსები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ არ გამოვლენ. ისინი გამოვლენ მხოლოდ თავისი ქვეყნის სახელით“ – ამბობს ჟუკოვი.

რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური განცხადება ჰოკეიში რუსეთის ნაკრების წევრებმაც გაავრცელეს.

ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსი სპორტსმენები, რომელთაც დოპინგის მოხმარება არ დაუმტკიცდათ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური დროშით იასპარეზებენ. რუსეთს 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალა.