რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.  ნავალნი სტრასბურგში აპირებდა ჩასვლას, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას უნდა დასწრებოდა.

რუსმა მესაზღვრეებმა ოპოზიციონერი არ გაატარეს და განაცხადეს, რომ შესაბამისი ბრძანება აქვთ მიღებული. ინფორმაცია ალექსეი ნავალნიმ მიკრობლოგ Twitter-ით გაავრცელა.

მისივე თქმით, მესაზღვრეებს არ განუმარტავთ,  რა მიზეზით აქვს აკრძალული  რუსეთის ტერიტორიის დატოვება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხდომა, რომელზეც ნავალნის სარჩელს განიხილავენ, 15 ნოემბერს არის დაგეგმილი. ნავალნი ადმინისტრაციული წესით მის დაკავებას, დაპატიმრებასა და სასჯელს ასაჩივრებს.

სულ საუბარია შვიდ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც 2012-დან 2014 წლამდე პერიოდში მოხდა.