„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, უეინ რუნიმ „დი სი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
ამერიკულმა კლუბმა 37 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტა.
„ჩვენ ველაპარაკეთ რუნის და იმ აზრამდე მივედით, რომ ახლა საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთთან დაშორებაა. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მომდევნო მწვრთნელს შესაძლებლობას მისცემს, კლუბში ახალი ფილოსოფია და სტრუქტურა დანერგოს. მადლობას ვუხდით უეინ რუნის ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენი კლუბისთვის გააკეთა – ჯერ როგორც მოთამაშისა და კაპიტნის, შემდეგ კი მწვრთნელის რანგში“, – განაცხადა „დი სი იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და კლუბის თანამფლობელმა, ჯეისონ ლევიენმა.
რუნი 2022 წლის ივლისიდან ედგა სათავეში „დი სი იუნაიტედს“. ამ მომენტისთვის ვაშინგტონური გუნდი მეცხრე ადგილზეა MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში.