„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი უეინ რუნი დატოვებს „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ინგლისური კლუბის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა 36 წლის სპეციალისტის განცხადება, რომელშიც ის ითხოვს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნას. ასევე იტყობინებიან, რომ კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა რუნის გადაწყვეტილებით, მაგრამ მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის.
რუნის ხელმძღვანელობით „დერბიმ“ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა ჩემპიონშიფის გასულ სეზონში და ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა. 2021-22 წლების სეზონში კლუბს 21 ქულა ჩამოაკლეს ფინანსური პრობლემების გამო.