„რუმსში“ ტურიზმის ელექტრონული ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა
სასტუმრო „რუმსში“ ელექტრონული ბიბლიოთეკის, „ტურიზმი ერთ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა.
ტურიზმის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში წიგნების, ბროშურების, პრეზენტაციებისა და ნაშრომების ფართო არჩევანია წარმოდგენილი.
თემატიკა მოიცავს ყველა მნიშვნელოვანი ტურიზმის ტიპს, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოა.
ტურიზმის ელექტრონული ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი პლატფორმაა სახელმწიფო, კერძო და აკადემიურ სფეროს შორის თანამშრომლობის წახალისებისთვის.