თბილისის ფინანსური სამიტი

18:33, 28.10.2026

თბილისში მეორე დღეა, ფინანსური სამიტი მიმდინარეობს. საერთაშორისო მონაწილეები რეგიონული ფინანსური კავშირების გაძლიერების, ციფრული აქტივებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებს განიხილავენ. სამიტის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის ჰაკათონის დემო დღეც გაიმართა, რომელშიც 28 ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა. შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც ჯიტასგან 20 000 ლარი გადაეცა, ასევე გამოვლინდა ორი რჩეული გუნდი, რომლებიც წამყვან ტექნოლოგიურ კონფერენციებს დაესწრებიან. ჰაკათონი საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია.

მსგავსი