რუმინული გამოცემა - კრაიოველებს კორონავირუსი „ლოკომოტივამდეც“ დაუფიქსირდათ
რუმინული გამოცემა - კრაიოველებს კორონავირუსი „ლოკომოტივამდეც“ დაუფიქსირდათ

კრაიოვას „უნივერსიტეტეასმოპატრონე, მიხაილ როტარუ ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში COVID-19–ზე დადებითი პასუხით მიიყვანეს.

მას გარდა, „უნივერსიტატეაშიკორონავირუსი ასევე დაუდასტურდათ კიდევ ოთხ თანამშრომელს – პრეზიდენტ სორინ კარუს, გენერალურ დირექტორს მარსელ პოპესკუს, აღმასრულებელ დირექტორს ოვიდიუ კოსტენინს და ჯგუფის ხელმძღვანელს ემილ პიელეანუს.

რუმინულმა მედიამ ეს კრაიოველთა ევროპის ლიგაზე საქართველოში მგზავრობას და თბილისის „ლოკომოტივთან“ თამაშს დაუკავშირა. ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლოკომოტივმა“ 27 აგვისტოს „უნივერსიტატეას“ 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მაგრამ კლუბში კორონავირუსი მანამდეც იყო მოდებული – ამის შესახებ რუმინული გამოცემა „დიგისპორტი“ წერს.

„მწვრთნელი კრიშტიანო ბერგოდი აგვისტოს დასაწყისში პოზიტიური ტესტირების შემდეგ ძლივს გამოჯანმრთელდა. მას ვირუსის აგრესიული ფორმა ჰქონდა და საავადმყოფოში დიდი ხანი იწვა. 24 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიჰაი როტარუს COVID-19- ზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, მაგრამ „უნივერსიტატეამ“ და ბიზნესმენმა ეს ხმები უარყვეს“, – წერს გამოცემა.