რუმინეთში, სტადიონზე დაშავებული ფეხბურთელის დასახმარებლად შესული სასწრაფოს მძღოლი დაიკარგა
რუმინეთის მეორე დივიზიონის მე-3 ტურის მატჩში „კონკორდიასა“ და „ფარულს“ შორის კურიოზული ამბავი მოხდა. „კონკორდიას“ ერთ-ერთი ფეხბურთელი დაშავდა და მოედანზე სასწრაფო დახმარების მანქანა შეიყვანეს. ექიმებმა მოთამაშეს დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ მანქანაში მოათავსეს, მაგრამ მძღოლი მოულოდნელად გაუჩინარდა. როდესაც დაბრუნდა, საბუთების შევსება დაიწყო. შედეგად, მატჩი 10 წუთზე მეტ ხანს შეჩერდა.
ჟურნალისტმა ემანუელ როშემ „ტვიტერზე“ ვიდეო შესაბამისი კომენტარით გაავრცელა: „აბსოლუტურად სურეალისტური ამბავია. ეს 2019 წელს რუმინეთში ხდება. მოთამაშეს ფეხი მოტყდა და და სამედიცინო პერსონალის დაუყოვნებელი ყურადღებას საჭიროებდა. თავიდან კარების დაკეტვა დაავიწყდათ. შემდეგ მძღოლი დაიკარგა“.
დაშავებულ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. მას მოტეხილობა დაუდგინეს. შეხვედრა „კონკორდიას“ გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
Surreal, absolutely surreal. 2019. This is actually happening in Romania. A player broke his clavicle and needed immediate attention from the medical staff on the ambulance. First, they forgot to close the door. Then, the driver went missing!!! WENT MISSING! 1/2 pic.twitter.com/VNuGmsSm6V
— Emanuel Roşu (@Emishor) August 18, 2019