რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლომ რუმინეთში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მიიღო.

ამასთან, რუმინეთის საარჩევნო ბიუროში განაცხადეს, რომ საოლქო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოახდენს გავლენას განმეორებით კენჭისყრაზე და ის ორ ეტაპად, 4 და 16 მაისს გაიმართება.

იურისტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ვერ გასაჩივრდება.

„გარდიანი“ რუმინეთში შექმნილ მდგომარეობას „საკანონმდებლო ქაოსს“ უწოდებს.

ცნობისთვის, რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. ამის მიზეზად მაშინ არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს.

შემდეგ კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, მათ შორის, ფაშისტური ორგანიზაციის წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. თავად ჯორჯესკუ ბრალდებებს უარყოფს.

9 მარტს რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯორჯესკუს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მისი შემცვლელი ჯორჯე სიმიონი გამოკითხვების მიხედვით ლიდერობს.