რუმინეთში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა
რუმინეთში მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა

რუმინეთში მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. ბუქარესტის ქუჩებში შეკრებილები მთავრობის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდნენ. მათი თქმით,  ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობას შეუქმნის საფრთხეს .

დემონსტრანტებმა ევროკავშირის დროშა გაშალეს და მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულეს.

რუმინეთის მმართველმა პარტიამ და მისმა პარტნიორებმა სადავო სასამართლო რეფორმა პარლამენტში შარშან დეკემბერში დაამტკიცეს. აღნიშნული რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან ევროკავშირი და აშშ.

ამ ეტაპზე პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების კანონიერებას საკონსტიტუციო სასამართლო სწავლობს.