რუმინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუმინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუმინეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 32 079-ს მიაღწია.

ვირუსს ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 1 871 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, საავადმყოფოდან 23 600-ზე მეტი უკვე გაეწერა.

რუმინეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 15 მაისს გაუქმდა.