რუმინეთში გადამრჩენი გოლი მეკარემ 98-ე წუთზე გაიტანა (ვიდეო)
რუმინეთში გადამრჩენი გოლი მეკარემ 98-ე წუთზე გაიტანა (ვიდეო)

რუმინეთის მესამე დივიზიონის მატჩი „ჰუნედოარასა“ და „კუჯირს“ შორის დრამატული ფინიშით იყო გამორჩეული. ჯერ სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, შემდეგ 3:2-ს, მაგრამ, საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა – 3:3.

89-ე წუთზე „კუჯირის“ მოთამაშემ ვიტინიამ პენალტი გამოიყენა და მეორედ გაიყვანა წინ თავისი გუნდი – 3:2. ძირითად დროს რვა წუთი დაემატა და კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ფრე „ჰუნედოარას“ მისმა მეკარემ ფლორინ რაცმა მოუტანა. ის მეტოქის საჯარიმოში არა სტანდარტული მდგომარეობის დროს, არამედ ჩვეულებრითი სათამაშო ეპიზოდისას ჩავიდა და მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, თავით გაიტანა. ამის შემდეგ, მსაჯმა საფინალო სასტვენი მისცა.

„კუჯირი“ 19 ქულით თავის ქვეჯგუფში ლიდერია, „ჰუნედოარა“ მეექვსე პოზიციაზეა შვიდი ქულით.