რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის სახელმწიფოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, შევიდეს თუ არა კონსტიტუციაში შესწორება, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უკავშირდება. კერძოდ, კონსტიტუციაში არსებული სიტყვები „მეუღლეების ქორწინება“ „ქალისა და მამაკაცის ქორწინებით“ შეიცვლება.

რუმინეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის მასშტაბით ყველაზე კონსერვატიულია. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია მხოლოდ 2001 წელს მოხდა.

ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს კი დღემდე არ აღიარებს.

ევროპულ სახელმწიფოში რეფერენდუმი ორი დღის განმავლობაში ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას ქვეყნის მოსახლეობის 34 პროცენტი აპირებს.