რუმინეთს ნაკრებს საქართველოსთან მატჩში ორი ლიდერი დააკლდება #1TVSPORT

12:03, 29.05.2026

რუმინეთის ნაკრებს საქართველოსა და უელსთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ორი წამყვანი მოთამაშე დააკლდა – ინფორმაციას რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქმე ეხება მეკარე იონუტ რადუს („სელტა“) და თავდამსხმელ დენის მანის („ეინდჰოვენი“), რომლებიც რუმინეთის ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო გამოტოვებენ. ორივე ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდა და ეროვნული გუნდის სამედიცინო პერსონალმა დაადგინა, რომ ისინი ივნისში გასამართ მატჩებამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდნენ.

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება, ხოლო 5 ივნისს „ჯვაროსნები“ ბაჰრეინს უმასპინძლებენ – ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი