რუმინეთის მთავრობის სახლში მამუკა ბახტაძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
რუმინეთის მთავრობის სახლში მამუკა ბახტაძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის მთავრობის სახლში მამუკა ბახტაძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ბახტაძეს რუმინელმა კოლეგამ ვასილიკა-ვიორიკა დენჩილამ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. რუმინეთის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რის შემდეგაც მამუკა ბახტაძე და ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.