რუმინეთი უკრაინასა და მოლდოვას „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს

12:56, 06.05.2021

რუმინეთი უკრაინასა და მოლდოვას „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს. რუმინეთი გეგმავს აღნიშნული ქვეყნებიდან თითოეულს 100 ათასი დოზა მიაწოდოს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ კიცუმ განაცხადა.

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს დროში რუმინეთი მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვისთვის თვეში 200 ათასი დოზის მიყიდვასთან დაკავშირებით.

უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 1,2 მილიონი დოზის მიწოდებას პოლონეთიც გეგმავს.

მსგავსი