რუმინელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბარაკ ობამასთან გადაღებული ყალბი ფოტო გაავრცელა [ფოტო]
რუმინელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბარაკ ობამასთან გადაღებული ყალბი ფოტო გაავრცელა [ფოტო]

რუმინეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა გაბრიელ ოპრეამ სოციალურ ქსელში მისი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ხელის ჩამორთმევის ამსახველი ფოტო გაავრცელა. სინამდვილეში, ფოტოსურათი გაყალბებული იყო.

როგორც გაირკვა, 2011 წელს ბარაკ ობამამ თეთრ სახლში რუმინეთის იმდროინდელ სამთავრობო დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნული ფოტოს ორიგინალში აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ხელს არა ვიცე-პრემიერ გაბრიელ ოპრეას, არამედ პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუს ართმევს. ფოტო სპეციალურ პროგრამაში იყო დამუშავებული და ობამასა და ოპრეას შეხევდრის იმ დეტალს ასახავდა, რომელიც სინამდვილეში არ ყოფილა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გაბრიელ ოპრეამ ფოტო გააყალბა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი ნამდვილად ჩამოართვა, თუმცა ფოტოგრაფმა ამ კადრის გადაღება ვერ მოასწრო, რის გამოც მან არსებული ფოტო დაამუშავა.