რუმენ რადევი – ბულგარეთმა ამოწურა სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, არაფერი დაგვრჩა, რაც შეიძლება, უკრაინას მივაწოდოთ

10:57, 08.07.2026

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესაძლებლობები ამოეწურა, თუმცა მზად არის, სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დაეხმაროს.

„ჩვენ ამოვწურეთ სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, ვგულისხმობ იარაღსა და საბრძოლო მასალებს, რომლებიც ბულგარეთის სამხედრო საწყობებში იყო“, – განაცხადა რადევმა.

ბულგარეთის პრემიერის თქმით, ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარების 13 პაკეტი გადასცა და გადასაცემი რესურსი აღარ აქვს.

„ჩვენ 13 პაკეტი გადავეცით და მეტი არაფერი დაგვრჩა, რაც შეიძლება, უკრაინას მივაწოდოთ. რაც შეგვიძლია, არის ტექნიკური სამხედრო მხარდაჭერა, ბულგარეთში სამხედრო აღჭურვილობის შეკეთების უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი დახმარება“, – განაცხადა რუმენ რადევმა.

მსგავსი