რუხის საავადმყოფოში სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუხის საავადმყოფოში სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი პაციენტის ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა.

„სამი ახალგაზრდა გოგონა გვიან საღამოს ცხელებით შემოიყვანეს რუხის საავადმყოფოში. ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მესტიაში იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ რუხის საავადმყოფოში.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დღეს დაწესდა.