რუხის საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა
რუხის საავადმყოფოში სამ პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

რუხის მულტიფუნქციური საავადმყოფოდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ერთ მათგანს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი, ცხელებითა და სხვა რესპირატორული ჩივილებით შეიყვანეს საავადმყოფოში.

ტესტირების პასუხები გვიან საღამოს გახდება ცნობილი.

სულ რუხის საავადმყოფოში შვიდი პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია.