რუხის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი კოვიდინფიცირებულია
რუხის საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი კოვიდინფიცირებულია

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის რვა პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ორი კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განაცხადა.

მისი თქმით, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა ოთხ პაციენტს და კლინიკის 13 თანამშრომელს. მათ შორის, ერთი პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის შუალედური ტესტირების შედეგი სუსტად დადებითია, ის რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადაიყვანეს. მეორე პაციენტი კი ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ზუგდიდში თბილისიდან ჩავიდა.

სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა ტრაილერის 13 მძღოლს, რომელთაც კოვიდინფექცია არ დაუდასტურდათ.