რუხის საავადმყოფოში რამდენიმე კოვიდინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
რუხის საავადმყოფოში რამდენიმე კოვიდინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 16 პაციენტი რჩება, მათ შორის 11 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, უკვე რამდენიმე კოვიდინფიცირებულ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ტესტირება, დღეს ისევ უტარდებათ ტესტირება კორონავირუსზე. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, რუხის საავადმყოფოს რამდენიმე ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეყოლება.

მისივე თქმით, ტრაილერის მძღოლის კლასტერთან დაკავშირებული ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. ორ მათგანს დღეს ჩაუტარდება ტესტირება.

ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საავადმყოფოს მედპერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. როგორც ნიკოლოზ ქარცივაძე აცხადებს, ჯერჯერობით ყველა პასუხი უარყოფითია.