რუხის საავადმყოფოში ოთხი ​კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
რუხის საავადმყოფოში ოთხი ​კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რუხის საავადმყოფოში მოთავსებული ოთხი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ განუცხადა.

ირაკლი გვაზავას თქმით, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ცხელების ცენტრს, გუშინ კორონავირუსზე გაგზავნილი ყველა ტესტი უარყოფითი იყო, დღეს ახალი პაციენტების ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოსაკვლევად. რუხის საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს პაციენტი პნევმონიით, რომელსაც საზღვრის კვეთის ისტორია აქვს, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ის მკურნალობას ცხელების ცენტრში განაგრძობს“, – განაცხადა ირაკლი გვაზავამ.