რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 65 პაციენტი რჩება, მათგან 62 კოვიდინფიცირებულია.

„გუშინ კლინიკის 11 კოვიდდადასტურებული პაციენტის შუალედური კვლევის შედეგი უარყოფითი იყო. დღეს მათ განმეორებით ჩაუტარდათ ტესტირება და თუ ისევ უარყოფითი პასუხი იქნება, პაციენტები გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან და ისინი კლინიკას დატოვებენ. ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნინო აკობიამ.