რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს
რუხის საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 55 კოვიდინფიცირებული ​პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ახალგაზრდა გოგონები არიან, სტუდენტები. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 55 პაციენტი გვყავს. დღეს ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი გავწერეთ. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ნინო აკობიამ.