რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

რუხის საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი გვაზავა აცხადებს, რომ დღეს შეყვანილი სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ მათგანს აღენიშნება მსუბუქი პნევმონია. სამივეს ჩაუტარდა სრული გამოკვლევა. არც ერთს არ აღენიშნება ცხელება და ისინი მსუბუქი სიმპტომების მატარებლები არიან“, -განაცხადა ირაკლი გვაზავამ.

სამი კოვიდინფიცირებული რუხის საავადმყოფოში დღეს შეიყვანეს. ისინი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერის პირველადი კონტაქტები არიან და ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

კიდევ ერთი ინფიცირებული ქალბატონი 6 მაისიდან გადის მკურნალობის კურსს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება ცხელებით შეყვანილ ცხრა პაციენტს, ყველას ჩაუტარდა ტესტირება და პასუხები უარყოფითია.