რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი შეიყვანეს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, ინფიცირებულები სოფელ ლენჯერის კლასტერს მიეკუთვნებიან.

„ორი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი შემოიყვანეს საავადმყოფოში. ერთი პაციენტი 10 წლის ბავშვია, მეორე ახალგაზრდა მამაკაცი. ორივეს შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ორივე ე.წ. ლენჯერის კლასტერიდან არის. სულ ამ დროისთვის რვა დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს. ოთხ მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისევე როგორც დანარჩენების“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ნინო აკობიამ.