რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, საავადმყოფოში რვა პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი კოვიდინფიცირებულია.

​ქარცივაძის თქმით, ექვსი პაციენტი ცხელებითა და სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით არის შეყვანილი. მისივე განცხადებით, დღეს შუალედური ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდა ერთ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც 42 წლის ზუგდიდელი მამაკაცის კლასტერს წარმოადგენს, პასუხი კვლავ დადებითია და პაციენტი რჩება საავადმყოფოში.

მეორე კოვიდინფიცირებული პაციენტი 70 წლამდე ზუგდიდელი მამაკაცია, მას საზღვრის კვეთა აქვს.

გარდა ამისა, რუხის საავადმყოფოში დღეს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა ექვს პაციენტს, ორ მფრინავს და ტრაილერის 15 მძღოლს. ყველა პასუხი უარყოფითია.