რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ხუთი პაციენტი იმყოფება, მათგან მხოლოდ ერთია კოვიდინფიცირებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულმა 70 წლის მამაკაცმა საავადმყოფო წუხელ დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

მისივე თქმით, ეს უკვე „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებული მე-13 პაციენტია.

70 წლის გამოჯანმრთელებული მამაკაცის კონტაქტები, დაახლოებით 40 ადამიანი, კარანტინსა და თვითიზოლაციაში რჩებიან.

ყველას „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდება.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულს, ის რუხის საავადმყოფოში 17 მაისიდან მკურნალობს და 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის ე.წ. კლასტერიდანაა.

ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, გუშინ კორონავირუსზე რუხის საავადმყოფოში ტესტირება ოთხ პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.