რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში სულ სამი პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი პაციენტი კოვიდინფიცირებულია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნიკოლოზ ქარცივაძე პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს კოვიდინფიცირებულ პაციენტს შუალედური ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითი იყო. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტს ხვალ ისევ ჩაუტარდება განმეორებით ტესტირება და თუ პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებული იქნება.

კოვიდინფიცირებული ქალი, ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა. ის 17 მაისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში.

დღემდე რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობდა. 13 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი