რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია

23:20, 03.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი რჩება, მათ შორის ექვსი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. მათი მდგომარეობა სტაბილურია, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას რუხის საავადმყოფოს დირექტორმა, ირაკლი გვაზავამ.

მისი თქმით, დღეს საავადმყოფოში ცხელების ნიშნებით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. სამივეს საზღვრის კვეთა უფიქსირდება. მათ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. როგორც ირაკლი გვაზავა აცხადებს, სამივეს პასუხი უარყოფითია, თუმცა ისინი საავადმყოფოში რჩებიან.

მსგავსი