რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

09:53, 03.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ექვსი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია.

რუხის საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გვაზავას თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, დღეს არ იგეგმება არც ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტის შუალედური ტესტირება. რუხის საავადმყოფოში სულ 13 კოვიდინფიცირებული პაციენტი იყო. მათგან შვიდი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი