რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა შვიდმა პაციენტმა დატოვა.

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 86 პაციენტი რჩება. აქედან 67 დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. მათ შორის 17 პაციენტი არასრულწლოვანია. ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან.