რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული რჩება
რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული რჩება

რუხის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი რჩება.

როგორც კლინიკის მენეჯერმა ნინო აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

კლინიკის მენეჯერის განმარტებით, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა სამ პაციენტს.

ამასთან, ამბულატორიულად სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა სატვირთო ავტომანქანის 15 მძღოლს.

ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია.