რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის მულტიპროფილურ საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 55 წლამდე ქალის მდგომარეობა სტაბილურია- ამის შესახებ ჟურნალისტებს, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა.

პაციენტი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან რუხის საავადმყოფოში 6 მაისს შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

პაციენტი მკურნალობის კურსს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის.

ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუხის კლინიკაში ჯამში, ექვსი ადამიანი გადის მკურნალობას, აქედან ორ პირს დღეს ჩაუტარდება კორონავირუსზე განმეორებითი ლაბორატორიული გამოკვლევა.

აღნიშნული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარალელურად მიმდინარეობს მედპერსონალის ტესტირებაც.