რუხის საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

10:31, 06.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განაცხადა, დღეს ერთ-ერთ ინფიცირებულს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.

„გუშინ პაციენტის პასუხი იყო უარყოფითი და იმ შემთხვევაში, თუ დღესაც პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებული იქნება. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ირაკლი გვაზავამ.

მსგავსი