რუხის საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
რუხის საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, მათგან ოთხ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე განცხადებით, ექვსივე პაციენტი ლენჯერის კლასტერიდანაა.

დღის ბოლოს რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტის შეყვანა იგეგმება, მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.