რუხის საავადმყოფოში დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა.

„რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან ცხრა პაციენტი მცირეწლოვანია. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.