რუხის საავადმყოფოში ცხრა პაციენტი იმყოფება, მათ შორის ექვსი კოვიდინფიცირებულია

10:00, 04.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ცხრა პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მათ შორის ექვსს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

როგორც საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი გვაზავა აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კოვიდინფიცირებული პაციენტების საკონტროლო ტესტირება ხვალ იგეგმება.

მსგავსი