რუხის საავადმყოფოში ცხელებით ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შეიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი არ იკვეთება

12:40, 07.05.2020

რუხის საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ცხელებით ერთ წლამდე ასაკის ბავშვი შეიყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის მულტიპროფილური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარსივაძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ქარსივაძის განცხადებით, მცირეწლოვანს ცხელება აღენიშნება, თუმცა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია, ისტორია არც საზღვარგარეთ ყოფნას უკავშირდება.

ამ დროისთვის რუხის საავადმყოფოში შვიდი პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთი ახალი კორონავიურისის დადასტურებული შემთხვევაა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი