რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული რჩება, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია
რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული რჩება, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული ათი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ნინო აკობიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აცხადებს, ათივე პაციენტი ლენჯერის კლასტერიდანაა. ამასთან, ექვს მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს.

ამასთან, ინფიცირებულთაგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ნინო აკობიას თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.