რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა
რუხის საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ათი კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ნინო აკობიას თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება 64 პაციენტი, მათ შორის 60 კოვიდინფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 55 პირს. აქედან სამი იყო ცხელების პაციენტი, 23 დადასტურებული შემთხვევა, 29 მედპერსონალი.

როგორც აკობიამ აღნიშნა, კლინიკაში მყოფი ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ დადებითია, რაც შეეხება დანარჩენ ტესტირებულებს, როგორც კლინიკაში აცხადებენ, შედეგები ნეგატიურია.

ამასთან, სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა სატვირთო ავტომობილის 12 მძღოლს. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.