რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 19 პაციენტი, მათ შორის 13 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

10:22, 26.05.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში 19 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის 13 კოვიდინფიცირებულია.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გუშინ შუალედური ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდა ოთხ კოვიდდადასტურებულ პაციენტს, თუმცა დღეს ვერც ერთი ვერ დატოვებს კლინიკას, მათ ხელახალი ტესტირება ჩაუტარდებათ.

13 კოვიდინფიცირებულიდან რვა ზუგდიდელი მამაკაცის ე.წ. კლასტერიდანაა, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია.

მსგავსი