რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მკვიდრი ხუთი პირია.

კლინიკაში პაციენტები ჰყავთ გურიიდან, ქუთაისიდან, ხელვაჩაურიდან, ცაგერიდან და ასევე ოკუპირებული აფხაზეთიდანაც.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ნინო აკობიამ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. განმეორებითი, შუალედური „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა ფოთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელს. პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ნინო აკობიას თქმით, პაციენტის პირველი შუალედური ტესტირების პასუხი უარყოფითია და თუ ხვალ ისევ უარყოფითი პასუხს მიიღებენ, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და მას გაწერენ.