რუხის საავადმყოფოში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას

23:46, 08.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

კლინიკის მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, დღეს საავადმყოფოში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს: ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან, ხუთი ცაგერიდან, ორი მარტვილიდან და ერთი ფოთიდან.

გუშინ რუხის საავადმყოფოში ექვსი პაციენტი შეიყვანეს დადასტურებული კოვიდინფექციით. დანარჩენი ორი კი კლინიკაში უკვე ათი დღეა, მკურნალობს.

ნინო აკობიას ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი