რუხის საავადმყოფოში 14 პაციენტი რჩება, მათ შორის ექვსი კოვიდინფირებულია

10:27, 05.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 14 პაციენტი რჩება.

საავადმყოფოს დირექტორის ირაკლი გვაზავას ინფორმაციით, 14 პაციენტიდან ექვსს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

დღეს რამდენიმე მათგანს საკონტროლი ტესტირება ჩაუტარდება.

ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი