რუხის საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა
რუხის საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირების 60 შემთხვევიდან 26 ზუგდიდში დაფიქსირდა, 12 – ფოთში, ექვსი – სენაკში, ექვსი – მესტიაში, ხუთი – ხობში, ოთხი – წალენჯიხაში, ერთი – ჩხოროწყუში.

დღევანდელი მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში მკურნალობს 130 კოვიდინფიცირებული, მათგან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საკარანტინო სივრცეში იმყოფება 151 ადამიანი.