რუხის საავადმყოფოში ​მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტის პირველი შუალედური ტესტის პასუხი უარყოფითია

21:12, 28.06.2020

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 პირის ნიმუში გაიტესტა.

40 ნიმუშიდან 12 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, ხუთი რეგიონის სამედიცინო პერსონალი, შვიდი შსს-ს თანამშრომელი, 16 კი საკარანტინო სივრციდან. ყველა პასუხი უარყოფითია.

ასევე, შუალედური კვლევა ჩაუტარდა ერთ კოვიდდადასტურებულ პაციენტს, რომელიც რუხის საავადმყოფოში მკურნალობს. მისი პირველი შუალედური ტესტირების პასუხიც უარყოფითია.

მსგავსი